კომიქსები Wiki
Advertisement

thumb|left|QuickSilverQuicksilver პიეტრო მაქსიმოფ არის მაგნეტოს შვილი და ვანდა მაქსიმოფის (Scarlet Witch) ძმა. ის პირველად გვხვდება მუტანტების საძმოში მისი ძალა არის საოცარი სიჩქარე რომელსაც საკმაოდ კარგად მოიხმარს. მაგნეტომ პიეტრო და მისი და გადაარჩინა ბოროტმოქმედისგან რომელმაც ვანდას ბრალი დადო მისი შენობის აფეთქებაში. ისინი ბევრჯერ ხვდებიან X-Men-ებს და ერთი მისიის დროს მაგნეტოს შორდებიან და ბრუნდებიან უკან ევროპაში სადაც მასაც და მის დასაც იწვევენ Avenger-ებში რომლის უფროსია კაპიტან ამერიკა და Hawkey მიუხედავად პიეტრო საოცარი ძალისა პირველივე მისიაზე მას იჭერს Mole-Man- და შურისმაძიებლებს უწევს მის გარეშე ბრძოლა მინოტავრთან. რამოდენიმე მისიის მერე პიეტრო და მისი და უბრუნდებიან თავიანთ მამას მაგნეტოს მუტანტების საძმოში სადაც მას დანარჩენი X-Men-ები ყავს შეპყრობილი ამბის მერე და-ძმა ხვდება თუ ვინაა ნამდვილი ბოროტმოქმედი და უერთდებიან X-Men-ებს. პიეტრო როგორც ცალკეული სუპერგმირი პირველად გვხვდება ადამიან ობობოსთან ერთად.

Advertisement