კომიქსები Wiki
Advertisement

thumb|left

Vulture ადრიან ტუმსი დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორკში ის არის ელექტრო ინჟინერი და მუშაობს კაცზე სახელად გრეგორი ბესთმენი. ერთ დღეს მან შეიმუშავა სპეციალური საფრენი მოწყობილობა და სასიხარულო ამბის მოსატანად უფროსის კაბინეტში შევარდა სადაც გაარკვია რომ ბესთმენი მის ხელსაწყოებს ბოროტმოქმედებს ყიდდა ამის შემდეგ განცვიფრებულმა ადრიანმა დაამტვრია ლაბორატორია და ოფისიც და ხვდება რომ ეხლა უმუშევარი დარჩება ამის შემდეგ ის ბოროტ მოქმედის კარიერას იწყებს. თავისი საფრენი მოწყობილობის საშუალებით მას ებოძა არაადამიანური ძალა და ფრენის საშუალება. პირველად ადამიანმა ობობამ მასზე გაიგო როდესაც ადრიანი ქურდობების ხაზზე იყო და დაილი ბიუგლ-მა დიდი თანხა დაადო მის სურათს. პირველ შეხვდრაში ადამიან ობობასთან ადრიანი სასტიკად უგებს მას იმის გამო რომ პიტერს სურათის გადაღება უნდოდა და არ იყო მზად იმისათვის რომ ხანში შესული ელექტრო ინჟინერი ასეთი დამბრკოლება აღმოჩნდება. ერთადერთი ადრიანის პრობლემა არის მისი ასაკი რომელსაც ბიოქიმიის მეშვეობით ებრძვის მაგრამ ამაოდ. შემდეგ ჯერზე ადრიანი უცხადებს პოლიციას და ადამიან ობობას რომ ის ბრილიანტების მოპარვას აპირებს და განხორციელების დროს ის გარბის კანალიზაციით. შემდეგ მათ დაჯახებაში ადამიანი ობობა უგებს მას იმის მეშვეობით რომ ადრიანის საფრენ მოწყობილობას მწყობრიდან გამოიყვანს და ჰაერში ყოფნისას გათიშავს მას. ადრიანი ასევე არის ერთერთი პირველი წევრი ბოროტმოქმედების დაჯგუფების სახელად Sinister Six.

Advertisement