კომიქსები Wiki
Advertisement

thumb|left

Electro მაქს დილონი იყო ელექრიკული ინჟინერი და კაბელების გამყვანი. სამუშაოს შესრულების დროს მაქსს დაარტყა ელვამ რამაც მისი ნერვული სისტემის მეშვეობით გადააქცია ის ცოცხალ ელექტრულ შემნახველად. თავიდან მაქსი იპარავდა ენერგიას სტარკ ინდესთრისგან მაგ დროს მას შეხვდა Magneto რომელმაც შესთავაზა მისი მუტანტების საძმოში გაერთიანებულიყო და ეუბნება მას რომ მის ძალას უფრო დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე თავისას მაგრამ მაქს მას უარს ეუბნება. შემდეგ მაქსი დაუმეგობრდება ერთ ქურდს რომელიც მას ტექნოლოგიებს აწვდიდა ხოლო მაქსი მას ფულს აძლევდა მაგრამ ერთ დღეს ამ ბოროტ მოქმედმა იარაღი დაუშინა მაქსს იმისგამო რომ მას ფული არ ჰქონდა ეს იმით დამთავრდა რომ ელექტრომ მას ელვა ესროლა მუცელში. ეს იყო მისი პირველი მკვლელობა. შემდეგ მაქსი იწყებს პროფესიონალი ბოროტმოქმედის ცხოვრებას მისი პირველი მსხვერპლი ჯეი ჯონა ჯეიმისონია რომელსაც მან მისვე თვალწინ მოპარა სეიფიდან ფული. ჯეიმისონმა დაბეჭდა გაზეთი რომელშიც ამბობდა რომ ადამიანი ობობა თვით ელექტროა და ეს მისი ახალი კოსტუმია. ამის გამო ადამიანმა ობობამ გადაწყვიტა შეებრძოლა ელექტროსთან და მათი პირველი შეხვედრა კინაღამ ობობას სიკვდილით დამთავრდა როდესაც ობობამ პირდაპირი დარტყმით ცადა მისი დამარცხება. შემდეგ ელექტრო დამარცხდა იმის მეშვეობით რომ ობობამ მას წყალი დაასხა და რეზინის ხელთათმანებით შეებრძოლა. ელექტრო არაერთხელ გვხვდება მარველის მსოფლიოში ის შერკნიებია სუპერგმირების როგორიცაა Fantastic Four, Dare Devil და The New Avengers მაგრამ მისი მთავარი მტერი მაინც ადამიანი ობობა რჩება.

Advertisement